რამდენს დახარჯავენ ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე?

რამდენს დახარჯავენ ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე?
ამერიკელების ხარჯები ჰელოუინზე, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს, შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმიდან, წელს შემცირდება – ამას მოწმობს საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF)ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები.
ელოდებიან, რომ მთლიანი ხარჯები იქნება 11,6 მილიარდი დოლარი წელს, 2023 წლის 12,2 მილიარდთან შედარებით. გამოკითხულთა 72% გეგმავს ჰელოუინის ზეიმებში მონაწილეობას, წინა წლის რეკორდულ 73%–თან შედარებით. ამასთან, მომხმარებლები ამბობენ, რომ დღესასწაულზე საშუალოდ 103,63 დოლარის დახარჯვას გეგმავენ, რაც ნაკლებია შარშანდელ 108,24 აშშ დოლართან შედარებით, რომელიც ასევე რეკორდულია მონაცემების შეგროვების დროიდან.
დანახარჯების მნიშვნელოვანი წილი დაიხარჯება ტრადიციულ კოსტიუმებზე. მეტიც, უფროსები გეგმავენ მეტი დახარჯონ საკუთარდა არა ბავშვების სამოსზე. კონკრეტულად 1,8 მილიარდი დოლარი 1,3 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ (2023 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად იყო 2 მილიარდი და 1,4 მილიარდი დოლარი).
ამერიკელები მზად არიან დახარჯონ კიდევ 0,7 მილიარდი დოლარი შინაური ცხოველების კოსტიუმებისთვის, თანხა, რომელიც ამ დონეზე ზედიზედ მეოთხე წელია რჩება.
ზრდასრულთა კოსტიუმებს შორის ლიდერობენ ჯადოქრები (5,8 მილიონი ადამიანი) და ვამპირები (3 მილიონი), შემდეგ მოდის კატები (1,6 მილიონი), ბეტმენი (1,5 მილიონი) და მეკობრეები (1,4 მილიონი).
ბევრი ბავშვი როგორც შარშან, უპირატესობას ანიჭებს Spiderman-ის სამოსს (2,6 მილიონი ადამიანი). ასევე პოპულარულია მოჩვენებების (1,8 მილიონი), პრინცესას (1,7 მილიონი) და ჯადოქრების (1,6 მილიონი) კოსტიუმები.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ