სექტემბერში გერმანული სამომხმარებლო ფასები 1,8%-ით გაიზარდა
გერმანიაში, ევროკავშირის მიერ ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასები სექტემბერში 1,8%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოში 2%-იანი ზრდის შემდეგ – წინასწარი მონაცემები ქვეყნის ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა (Destatis) გამოაქვეყნა.
აგვისტოსთვის სამომხმარებლო ფასები 0,1%-ით დაეცა. აგვისტოში თვიურ გამოხატულებაში 0,2%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.
ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ 1.8%-ით ზრდას წლიურ მაჩვენებელზე და 0.1%-ით კლებას თვეში.
სექტემბერში გერმანული სტანდარტების მიხედვით გათვლილი სამომხმარებლო ფასები 1,6%-ით გაიზარდა. აგვისტოსთან შედარებით ისინი არ შეცვლილა.
ექსპერტები წლიურ კუთხით 1.7%-ით, ხოლო თვეში 0.1%-ით ზრდას ელოდნენ.
interfax