მსოფლიოში მეორადების ბაზარი რეკორდულად იზრდება – როგორია საქართველოს მაჩვენებლები
მსოფლიოში მეორადი ტანსაცმლის ბაზარი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული საცალო ვაჭრობა. ThredUp-ის ანალიტიკოსების კვლევის მიხედვით, 2023 წელს second-hand-ის ბაზარი 18%-ით გაიზარდა და ბრუნვამ რეკორდულ მაჩვენებელს,197 მლრდ დოლარს მიაღწია. მათივე პროგნოზით, უკვე 2028 წლისთვის მეორადი საქონლის ბაზარზე ბრუნვა 350 მლრდ დოლარამდე მოიმატებს.
Second-hand-ზე მოთხოვნა მზარდია საქართველოშიც. ამაზე მიუთითებს საქსტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 77%-ით გაიზარდა და უკვე წელს, იანვარ-აგვისტოში 24.560 მლნ დოლარს გადააჭარბა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 13.907 მლნ დოლარს შეადგენდა.
სტატისტიკური მონაცემებით, წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მეორადი ტანსაცმელი თურქეთში იყიდა, მეორე ადგილზეა აშშ და ა.შ.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Top-5 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს იანვარ-აგვისტოში მეორადი ტანსაცმელი იყიდა:
თურქეთი – 9.881 მლნ დოლარი
აშშ – 3.497 მლნ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2.094 მლნ დოლარი
გაერთიანებული სამეფო – 1.851 მლნ დოლარი
ნიდერლანდები – 1.733 მლნ დოლარი
წყარო: ბიზნესპრესნიუსი