Stellantis-მა საავტომობილო ბაზრის ვარდნის გამო, წლიური პროგნოზი გააუარესა

Stellantis-მა საავტომობილო ბაზრის ვარდნის გამო, წლიური პროგნოზი გააუარესა
ფრანგულ-იტალიურმა ავტომწარმოებელმა Stellantis-მა შეამცირა 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზი გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში ვითარების გაუარესების და ჩინეთის მხრიდან მზარდი კონკურენციის გამო.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, 2024 წელს ინდუსტრიულ სეგმენტში ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი მინუს 5 მილიარდი ევროდან მინუს 10 მილიარდ ევრომდე იქნება. ადრე ელოდებოდნენ რომ მაჩვენებელი „დადებითი“ იქნებოდა.
დაზუსტებული მოგების მარჟა პროგნოზირებულია 5.5%-დან 7%-მდე, იმ ფონზე როცა ადრე კომპანია 10%-ზე მეტ ზრდას ელოდა.
მოსალოდნელია, რომ გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში 200 000 ავტომობილით შემცირდება წლის მეორე ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. წინა პროგნოზი 100 ათასით შემცირებას მოიცავდა.
ორშაბათს მილანში Stellantis-ის აქციები 8.3%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია თითქმის 37%-ით შემცირდა, 43,1 მილიარდ ევრომდე.