საქართველოში CHEVROLET-ის პირველი ოფიციალური ცენტრი გაიხსნა

კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც აერთიანებს ისეთ მსოფლიო ავტობრენდებს, როგორიცაა FIAT, Jeep, Alfa-Romeo, Dodge, RAM, ახლა უკვე Chevrolet-ს ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. იგი შეიქმნა 2010 წელს და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ, სანდო და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ კომპანიად, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე მომხმარებელს ემსახურება.
Chevrole -ს ცენტრი საქართველოში უკვე გაიხსნა. General Motors-თან მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში იწყება ხელმისაწვდომი შევროლეს ავტომობილების გაყიდვები. სივრცე თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, 188 ნომერში მდებარეობს. ამერიკული ბრენდის Chevrole-ს იდეა დიდი ხნის წინ ჩაისახა მენეჯმენტის ცნობიერებაში. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მრავალწლიანი მოლაპაკების შედეგად მივაღწიეთ წარმატებას და დღეს ქართველ მომხმარებლებს უკვე მსოფლიოს ტოპ 10-ეულში შემავალი ბრენდის Chevrole -ს ოფიციალური ცენტრი და ოფიციალური ავტოსერვისი მოემსახურება. შოურუმი ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაპროექტდა და მოსულ სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროს, კომფორტულ გარემოს და შევროლეს ახალი მოდელების ხილვის საშუალებას სთავაზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი