მოქალაქეების დიდი ნაწილი ბინას ბანკით, იპოთეკური სესხის მეშვეობით ყიდულობს. იპოთეკურ სესხს, როგორც წესი, გასცემენ მაქსიმუმ 20 წლის ვადით (ლარში) და არაუმეტეს 400,000 ლარის ოდენობით. თუ პოპულარულ ვებგვერდს Numbeo-ს დავუჯერებთ საქართველოში იპოთეკური სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი თითქმის 12%-ია (11.8%), რაც ქვეყანას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ლიდერად აქცევს. შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ევროპული სახელმწიფოების მონაცემებს:
· საფრანგეთი – 3.8%
· იტალია – 4.6%
· ესპანეთი – 3.7%
· გერმანია – 4.0%
· ესტონეთი – 5.5%
· ჩეხეთი – 5.7%
· პოლონეთი – 7.4%
ზოგიერთი კომპანია გთავაზობთ ხელსაყრელ პირობას შიდა უპროცენტო განვადების სახით, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას პირველ ეტაპზე ბანკის გვერდის ავლით დაფაროთ ბინის ღირებულების გარკვეული ნაწილი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოთ იპოთეკურ სესხს. ეს თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ გზით თქვენ მესაკუთრე უფრო “იაფად” გახდებით.
წყარო: tia.ge