“საქართველოში იმდენი ტურისტი აღარ არის, როგორც ადრე” – Hippie

თბილისში ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის Hippie-ს დამფუძნებელი, ლალი თვალიაშვილი BM.GE-სთან ტურისტული ნაკადების შემცირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადრე თუ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული ტურისტები მოგზაურობდნენ, ახლა მხოლოდ რუს ტურისტები შეინიშნებიან.
მისი ვარაუდით, აღნიშნული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა და არასტაბილურმა გარემომ განაპირობა.
“ზოგადად ჩვენი მომხმარებლები ახალგაზრდა სეგმენტია. ონლაინ ძირითადად ქართველები ყიდულობენ, მათ შორის, ემიგრანტებიც. ხოლო მაშინ, როდესაც ყოველკვირეულ გამოფენებზე გავდივართ, ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი ყიდულობს. რადგან ჩვენი ფასი მათთვის ძალიან ხელმისაწვდომია. 5 ლარიდან იწყება და 75 ლარამდე აღწევს.