რუსების მიერ უკრაინელების მასობრივი წამების ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს

გაერო-ს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, რომელიც ში დარღვევებს იძიებს, როგორც ოკუპირებულ, ისე თავად ს ტერიტორიებზე უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და სამხედრო ტყვეების წამების ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინა.
ამის შესახებ ნათქვამია კომისიის ახალ ანგარიშში, რომელიც 23 სექტემბერს გამოქვეყნდა.
„წამების ფართო და ყოვლისმომცველი არეალი იმაზე მიუთითებს, რომ დაუსჯელობის პირობებში, წამება გამოიყენებოდა, როგორც ჩვეულებრივი და მისაღები პრაქტიკა“, – აღნიშნულია მოხსენებაში.
კომისიის მიერ წამების შემთხვევების გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ წამება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ფართოდ დანერგა: „ახალი მტკიცებულებები ადასტურებს კომისიის წინა დასკვნას, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოყენებული წამება ფართოდ იყო გავრცელებული“.
„კომისიამ, რუსეთის ხელისუფლების მიერ წამების გამოყენების შემთხვევების შესწავლის დროს, დამატებითი საერთო ელემენტები გამოავლინა, რითაც დასტურდება წინა ანგარიშში შეტანილი დასკვნა ამ ქმედებების სისტემატური ხასიათის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ელემენტია ძალადობრივი მეთოდების გამოყენების განმეორებითი პრაქტიკა რუსეთის ფედერაციის დაკავების ადგილებში, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებიან. იგივე პრაქტიკა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რამდენიმე დიდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც შეინიშნება“, – ნათქვამია ანგარიშში.
კომისია აცხადებს, რომ რუსეთის კონკრეტული სამსახურების თანამშრომლები კოორდინირებულად მონაწილეობდნენ წამებაში, რომელსაც გაერო-ს კომისიის მიერ შესწავლილ დაკავების ყველა დაწესებულებაში ჰქონდა ადგილი.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობის სისტემატური გამოყენება, ძირითადად მამაკაცების მიმართ, „ასევე წარმოადგენდა წამების მეთოდს, რომელიც თავისუფლების აღკვეთის თითქმის ყველა ადგილას ფიქსირდება“.
გარდა ამისა, გაერო-ს კომისია ყურაღებას ამახვილებს ყოფილი პატიმრების ჩვენებებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობის შესახებ გაცემულ ბრძანებებს შეეხება. მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ დაკავების ზოგიერთ ადგილას არასათანადო მოპყრობის ბრძანებები გაცემული იყო რუსი მაღალჩინოსნების მიერ, რომლებმაც ასეთი მოპყრობა ან მოიწონეს, ან არ მიიღეს ზომები მის შესაჩერებლად.
კომისია ასევე აგრძელებს დოკუმენტირებას „ასაფეთქებელი ნივთიერებებით სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შესახებ, რომლებსაც დამანგრეველი შედეგები მოჰყვა“. კომისიამ, კერძოდ, გამოიძია თავდასხმები სამედიცინო დაწესებულებებზე, კულტურულ ობიექტებზე, საცხოვრებელ შენობებსა და სუპერმარკეტებზე“.
„უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმების გამოძიებისას, რომელთაგან ზოგიერთმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია და მილიონობით მოქალაქეს შეეხო, კომისიამ აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ამ თავდასხმების გავლენის შესახებ. ელექტროენერგიის გათიშვა განსაკუთრებით დაუცველ მოსახლეობას შეეხო“, – ნათქვამია მოხსენებაში.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ