მამუკა ხაზარაძე – არჩევნები გაჟღენთილია „კაგებეში“ დაწერილი სცენარით, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ახდენენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას, პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალების გზით – მათ ეს არ გამოუვათ

არჩევნები პირდაპირ არის გაჟღენთილი „კაგებეში“ დაწერილი სცენარით – ეს არის სცენარი, სადაც და „ქართული ოცნება“ ახდენენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80 %-ის ანექსიას, პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალების გზით – მათ ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალი ბანერები რუსული პოლიტიკის განსახიერებაა და მოქალაქეებს მოუწოდა, ამ პროვოკაციებზე არ წამოეგონ.
, განსაკუთრებით ეს ბოლო არჩევნები, პირდაპირ არის გაჟღენთილი „კაგებეში“ დაწერილი სცენარით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის პლაკატები, რომელიც გამოაკრა „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც არის ერთი-ერთში რუსული პოლიტიკის განსახიერება. მე პირდაპირ მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პროვოკაციებზე არ წამოეგონ. ეს არის „კაგებეში“ დაწერილის სცენარი. ეს არის სცენარი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აკეთებენ ჩვენი ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ანექსიას. აკეთებენ, პრაქტიკულად, კონსტიტუციური გადატრიალების გზით. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო მთლიანად დაუქვემდებარონ ს ახლადშეკოწიწებულ იმპერიას. ეს არ გამოუვათ,“ – განაცხადა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, მან ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდა.
„გვაქვს უზარმაზარი შანსი და ეს შანსი გაქვთ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გართმევენ არჩევანის უფლებას, რომ თქვენი ქვეყნის მომავალი განსაზღვრონ, 4 წლის განმავლობაში თქვენ გჭირდებათ ერთი დღე. მე მესმის, ისინი არ გაგიხსნიან უბნებს, მაგრამ ის ერთი დღე დაგეგმეთ ისე, რომ უახლოეს ქალაქში, ან საქართველოში ჩამობრძანდით. მე მესმის, რა მძიმე შრომა გიწევთ. გადადეთ ბოლო 100 ევრო, ბოლო 100 დოლარი და წაბრძანდით იმ ყუთთან. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა საელჩოსთან, ყველა ელჩთან. არ დაგაჯეროთ „ქართულმა ოცნებამ“, რომ ვინც არალეგალურად არის ჩასული და შრომობს, შეიძლება, ის ინფორმაცია დეპორტისთვის გამოდგეს. ასეთი რაღაც არ არსებობს. მე ამის პიროვნულ გარანტიას გაძლევთ, იმიტომ, რომ ეს გადამოწმებული გვაქვს ათი ათასჯერ თითქმის ყველა ელჩთან. მე მინდა გთხოვოთ, რომ მობილიზება გავაკეთოთ,“ – განაცხადა ხაზარაძემ.