ემანუელ მაკრონი: „ჰამასის“ სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ისრაელმა „უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს“, რის მიღწევას ცდილობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, რადგან პალესტინის მებრძოლი ჯგუფის სრულ განადგურებას ათწლეული დასჭირდება. ამის შესახებ მაკრონმა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დუბაიში განაცხადა.

„ჩვენ ახლა იმ მომენტში ვართ, როდესაც ისრაელის ხელისუფლებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს ამოცანები და საბოლოო მიზანი: „ჰამასის“ სრული განადგურება – ვინმე ფიქრობს, ეს შესაძლებელია? თუ ეს ასეა, მაშინ ომი, სულ მცირე, 10 წელი  მაინც გაგრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა დუბაიში გამართულ COP28 კლიმატის სამიტზე თქვა, რომ ისრაელისთვის გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში არ დადგება, თუ უსაფრთხოება პალესტინელების სიცოცხლის ფასად იქნება მიღწეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ