ლელა წურწუმია ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ემოციური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.
მომღერალმა ვიდეოს დასასრულს ცრემლები ვერ შეიკავა და მეგობარს ემოციური სიტყვით დაემშვიდობა.
„ერთხელ გადავარჩინე სიკვდილს… დაახლოებით აპრილში ხდებოდა, დამირეკა და მითხრა: „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი“, ძალიან გავბრაზდი და ყველანაირად ვეცადე რომ მისთვის ეს ადამიანი მომეშორებინა. შემეხვეწა რომ პოლიციაში არ დამერეკა და რაღაც პერიოდი მოიშორა კიდეც…
როდესაც შეურიგდა მე არ მეუბნებოდა, რადგან ამბობდა: მისი მრცხვენიაო. ახლა დიდი უსამართლობის შეგრძნება მაქვს, იქნებ რომ გამეგო, რაიმე შემეცვალა. მას აქ ფრთები შეაჭრეს და იმედია, რომ იქ მოახერხებს ფრენას. მშვიდობით, ჩემო ლამაზო კესო“, – საუბრობს ლელა ვიდეოში, სადაც ცრემლებს ვერ იკავებს.