ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ახალი დეტალებით შეავსეს ამ ზაფხულს გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ირანი ცდილობს გავლენას საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც -ში 5 ნოემბერს გაიმართება.
ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ(FBI), ნაციონალური დაზვერვის ბიურომ(DNI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ(CISA) 18 სექტემბერს განაცხადეს, რომ ირანელმა ჰაკერებმა ყოფილი პრეზიდენტის, ს საარჩევნო შტაბს მოჰპარეს ინფორმაცია და ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს პრეზიდენტ ს შტაბს.
საუბარია 2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდზე, როცა ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა.
ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ბაიდენის შტაბის არცერთ თანამშრომელს საეჭვო ელექტრონულ წერილებზე პასუხი არ გაუცია. გამოძიების თანახმად, ივნისის დასაწყისიდან ირანელი ჰაკერები ტრამპის შტაბისთვის მოპარულ ინფორმაციას უგზავნიდნენ ამერიკულ მედიასაშუალებებსაც. ინფორმაციის შინაარსს სამართალდამცავები არ ასახელებენ.
პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სპეცსამსახურების განცხადება შეაფასა იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ ირანი დემოკრატიული პარტიის დასახმარებლად აქტიურად ერევა საარჩევნო პროცესში.
პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ს საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის მორგან ფინკელშტეინის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერაციის შესახებ პირველივე ცნობის მიღების შემდეგ სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.
კიბერშეტევა 2024 წლის აგვისტოშიც იყო ტრამპის და ჰარისის საარჩევნო შტაბებზე. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, ნაციონალური დაზვერვის ბიურომ და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ 19 აგვისტოს განაცხადეს, რომ ქვეყანაში მოახლოებული საპრეზიდენტო ს გამო შეიმჩნევა ირანის სულ უფრო აგრესიული აქტიურობა, კერძოდ, ამერიკული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული გავლენის ოპერაცია და საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ მიმართული კიბეროპერაციები.
ირანის ხელისუფლება კიბერთავდასხმებთან კავშირს უარყოფს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ