წყალდიდობის გამო პოლონეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

წყალდიდობის გამო პოლონეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს შეხვედრა მოვიწვიე, რათა საგანგებო მდგომარეობის რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადების შესახებ განკარგულება სწრაფად მიმეღო“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა მინისტრებთან შეხვედრაზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ ოლქების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა შეეხება, მალე გამოქვეყნდება და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად მილიარდი ზლოტი გამოიყოფა.
პოლონეთის მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული განკარგულების პროექტის მიხედვით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოლქებში საგანგებო მდგომარეობა 30 დღის ვადით იმოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას