ზელენსკიმ დასავლეთს იარაღის გადაცემისკენ მოუწოდა, ლემიმ პუტინს “იმპერიალისტი ფაშისტი” უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა მ კვლავ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა მოკავშირეებს, „სწრაფად შეასრულონ“ შეთანხმებები იარაღითა და სხვა სახით დახმარების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ ს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
14 სექტემბრის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფომ, განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, მართლაც ოპერატიულად შეასრულოს უკრაინასთან მიღწეული შეთანხმებები“.
„ეს ფრონტზე უნდა იგრძნობოდეს,“ თქვა ზელენსკიმ. „სამხედრო პაკეტების ყოველ შეფერხებას უარყოფითი შედეგები აქვს ფრონტზე. ყოველ მართლაც დროულ, სწრაფ მიწოდებას დადებითი გავლენა აქვს“.
მუქარა, რომელიც გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მოგვიანებით კი ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომლის თქმით, კიევზე ბირთვული იარაღით დარტყმამ ეს ორმილიონიანი ქალაქი შეიძლება „რუხ ლაქად“ აქციოს რუკაზე, როგორც ჩანს, იქითკენ იყო მიმართული, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინა მოსკოვის მხრიდან წინააღმდეგობა სთვის დასავლეთის დახმარების მიმართ.
15 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ დასავლეთი არაერთხელ დამუქრებია დასავლეთს იმით, რომ უკრაინისთვის ტანკებისა და რაკეტების გადაცემა „იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ნატო, და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომის მდგომარეობაში იქნებოდნენ“.
„ჩვენ ისინი გავგზავნეთ“, კვლავ გაიმეორა ლემიმ და დასძინა, რომ „პუტინი ყოველ რამდენიმე თვეში ერთხელ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით“.
ლემიმ თქვა, რომ იყო „ბევრი ბრექიაობა“, მაგრამ „ჩვენ კურსიდან ვერ გადაგვახვევინებს იმპერიალისტი ფაშისტი“, რომელსაც „სურს საკუთარი გუნება-განწყობის მიხედვით შეიჭრას ქვეყნებში“.