ზელენსკი აცხადებს, რომ ს ტყვეობიდან 49 უკრაინელი გაათავისუფლეს

13 სექტემბერს, ს ტყვეობიდან გათავისუფლდა და ში დაბრუნდა 49 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობა უკრაინის პრეზიდენტმა, მ გაავრცელა და მას ფოტოებიც დაურთო.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, გაათავისუფლეს თუ არა რუსი პატიმრები და რამდენი გათავისუფლდა. მაგრამ, რამდენიმე საინფორმაციო საშუალება, მათ შორის ბრიტანული “ბი-ბი-სი” წერს, რომ რუსეთსა და უკრაინელებს შორის გაიმართა ტყვეთა გაცვლა პრინციპით 49:49-ზე.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები ტყვედ აჰყავთ ფრონტზე და ამით ავსებენ “გასაცვლელ ფონდს”.
ს თქმით, გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედროთა შორის არიან “აზოვსტალის” დამცველები და უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკი.