“დღეს გაიგებს საზოგადოება, როგორი ოცეულით გამოდის „ქართული ოცნება“ არჩევნებზე”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი.

მისი თქმით, მთლიანი სიის პრეზენტაცია კი რამდენიმე კვირაში მოხდება.

„20:00 საათზე მოხდება პირველი ოცეულის წარდგენა, მაშინ გაიგებს ჩვენი საზოგადოება, როგორი ოცეულით გამოდის „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. ცოტა ხანში, უკვე რამდენიმე კვირაში იქნება მთლიანი სიის პრეზენტაცია.

პრეზენტაციის მთელი არსიც ის არის, რომ მოხდეს სიის არა წინასწარ, არამედ პრეზენტაციის დროს გაცხადება. ამდენი ადამიანი ტყუილად ხომ არ ვიკრიბებით 20:00 საათზე. რამდენიმე საათი დარჩა 20:00 საათამდე, მგონი, ღირს მოთმენა, ვნახოთ „ქართული ოცნების“ პირველი ოცეული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)