მარნეულში ნაპოვნი დასახიჩრებული ცხედარი 4 დღის წინ დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის – ახალი დეტალები

დასახიჩრებული ცხედარი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზაქენდში იპოვეს, იდენტიფიცირებულია. ის მეზობელი სოფლიდან, გაჯისქენდიდან 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნის.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის 4 დღის წინ გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნ ცხედარს ხელები მოკვეთილი ჰქონდა. რა გახდა ცხედრის დასახიჩრების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეფე ჩარლზ III: დღეს კი, ბატონო სპიკერო, იგივე ურყევი სიმტკიცეა საჭირო უკრაინისა და მისი მამაცი ხალხის დასაცავად, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჭეშმარიტად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

ირაკლი კობახიძე – შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, მაგრამ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს კომიკური მდგომარეობიდან