დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში, ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება

დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, დაინტერესებულია, ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში, ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება
„ყველა, ვინც სახელმწიფოს ჩამოშლით არის საქართველოში დაინტერესებული. ერთადერთი, ვინც გარანტირებულად არ არის ამით დაინტერესებული, ეს არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული და მისი ნების აღმსრულებელი საქართველოს ხელისუფლება“- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ ვინ არის დაინტერესებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით.
როგორც აღნიშნავს, საქართველოში არეულობით დაინტერესებულია „ძალიან ბევრი, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახური, „გლობალური ომის პარტიის“ რომელიმე აგენტი და ა.შ.“
„თეორიული დაშვებები შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ოპოზიცია, რომელთა დიდი უმრავლესობა წარმოადგენს „გლობალური ომის პარტიის“ აგენტურას, ასევე დაინტერესებულია ამ საკითხებით, რომ ჩამოიშალოს ეს ქვეყანა და ჩაერთოს ომში. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ამით არის დაინტერესებული“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა