“მართლაც დაუჯერებელი გრძნობაა” – სტამბოლში ჩასულმა ოსიმენმა “გალათასარაის” ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა

“ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი 1-წლიანი იჯარით “გალათასარაიში” ოფოციალურად გადავიდა.
მას სტამბოლის აეროპორტში კლუბის არაერთი გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა და ნიგერიელმა ადგილობრივ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“დაუჯერებელი გრძნობაა, მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროა. “გალათასარაის” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს და აქ ყოფნა მართლაც მახარებს.
შევხვდებით სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გატანილი გოლებით ფანები ბევრჯერ გავახარო.
მერტენსი? – აქ გადმოსვლამდე ველაპარაკე და შესანიშნავი ბიჭია. კარგი იქნება მისი გაცნობა და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები”, – თქვა ოსიმენმა.