კრამატორსკში დარტყმა განხორციელდა სასტუმროზე, დაშავდნენ Reuters-ის ჟურნალისტები

უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში ს მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ გასულ ღამით მოხვდა სასტუმროს შენობა, დაშავებული არიან რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები – ამ ცნობას ავრცელებს დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი.
სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო “საფირში” მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხმა ჭრილობები მიიღო დარტყმის შედეგად, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი დაკარგულია, ის, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ჟურნალისტების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, იუწყებიან, რომ საქმე ეხება -ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიის და უკრაინის მოქალაქეებს.
სასტუმროს ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, დარტყმა, როგორც სჩანს, განხორციელდა რუსეთის Iskander-M-ის ტიპის რაკეტით.
რუსეთის სამხედრო უწყებებს ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო