NBC News – კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა

კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა, – ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
NBC News-ის ცნობით, „დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი 600 მილიონ დოლარს მიაღწევს.
გასულ თვეში, -ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდმა 310 მილიონი დოლარი შეაგროვა.
შეგახსენებთ, ჩიკაგოში „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობა მიმდინარეობს, სადაც დელეგატები კამალა ჰარისს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ.