რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის შედეგად იგეგმება სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.
„მოლაპარაკებების მსვლელობისას განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობებისა და მოკავშირეობის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები“, – ნათქვამია განცხადებაში.