საქართველოდან უცხოეთში 697.8 ათასმა პირმა იმოგზაურა – რაში რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 15.6%-ითაა გაზრდილი.
ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 057.2 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, 11.7%-ით გაიზარდა ერთ ვიზიტზე ქართველი მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯი.
ადგილობრრივმა მოგზაურებმა ყველაზე მეტი თანხა, 228 მილიონი ლარი, საყიდლებზე დახარჯეს. გაწეული ხარჯის ოდენობით, შემდეგია საკვებისა და სასმლის ხარჯებიმ რაზეც ადგილობრივმა დამსავენებელმა 156,1 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო მესამე ადგილზე განთავსებისთვის საჭირო ხარჯებია 91,3 მილიონი ლარია.
ცნობისთვის, 2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან გასული რეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა 697.8 ათასია. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ამ რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 3 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5 პროცენტს შეადგენდა.
2024 წლის მე-2 კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და ს ფედერაციაში, შესაბამისად, 229 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი.
2024 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მე-2 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6 ღამე) 4.3 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის მე-2 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 11.7 პროცენტით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა,“- ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.