ბლინკენი: რუსეთი საქართველოს 20 %-ის ოკუპაციას აგრძელებს, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.
“დღეს შესრულდა 16 წელს მას შემდეგ, რაც შეიჭრა სუვერენულ საქართველოში და ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, ვინც დაშავდა ან იძულებითაა გადაადგილებული რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის გამო. ამ დღემდე, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირებას და იქ ხალხისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევას”, – ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და დასძენს, რომ რუსეთი ასევე განაგრძობს “აფხაზეთში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების” რუსეთის ნაწილად გამოცხადებას და დგამს ნაბიჯებს ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გასახსნელად.
“ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, კონფლიქტამდელ პოზიციებზე ჯარების გაყვანის შესახებ და შეუფერხებლად დაუშვას ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიწოდება. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები საშუალებას მისცემს ათობით ათას იძულებით გადააადგილებულ პირს, რომ შინ უსაფრთხოდ დაბრუნდეს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თაობაზე, გრძელდება”, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ომის დაწყების წლისთავს გამოეხმაურა ამერიკის საელჩოც, რომელმაც დაწერა, რომ 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა.
“ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერს ამერიკის დიპლომატიური მისია საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია

პეტრე ცისკარიშვილი “ქართულ ოცნებაზე” – იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი