განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბაია კვიციანმა თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით, მორიგი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ბაია კვიციანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მათგან ინფორმაცია მოისმინა.
COVID-19 პანდემიის ზოგად განათლებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით, თემატური მოკვლევა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2021 წელს განახორციელა.
„მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, კომიტეტის 2023 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროცესს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი ხელმძღვანელობს. სამუშაო პროცესის საბოლოო ეტაპზე მომზადდება დასკვნა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება გაცემული რეკომენდაციების შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა.
თემატური მოკვლევის, COVID 19-ის გავლენა ზოგად განათლებაზე, ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგი USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ