გაწვევის ახალი წესი სტუდენტებისთვის და სასულიერო პირებისთვის – პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი შეცვალა

წვევამდელების ჯარში გაწვევის ახალი წესი დამტკიცებულია. ცვლილებებს თავდაცვის კოდექსში მესამე მოსმენით კენჭი საქართველოს პარლამენტში დღეს უყარეს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესში შესული ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.
ამ ცვლილებებით, დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება. დისტანციურ სწავლაზე ჩანაწერი თავდაცვის კოდექსში აქამდე არ არსებობდა და ყველა, ვისაც “აქტიური სტუდენტის” სტატუსი ჰქონდა, განურჩევლად სწავლების ტიპისა, ჯარში ავტომატურად აღარ მიდიოდა.
კიდევ ერთი ცვლილებით, სასამართლო სარჩელი გაწვევის პროცესს ვეღარ შეაჩერებს. ეს საკითხი იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს რწმენის, რელიგიის ან აღმსარებლობის მოტივით ამბობენ. ასეთები სასულიერო პირები, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ან პაციფისტები (ომის საწინააღმდეგო მოძრაობა) არიან.
ისინი გაწვევის კომისიას მიმართავენ და ალტერნატიული არასამხედრო სამსახურის გავლას მოითხოვენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე თავდაცვის მინისტრი იღებს, ანუ გამოსცემს ბრძანებას, წაიყვანონ თუ არა ესა თუ ის პირი ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში. ძველი წესით, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება გაწვევის გადავადების საფუძველი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…