შეიქმნა საქართველოს ბიომრავალფეროვნების პირველი ორენოვანი რუკა

ჟურნალ National Geographic-საქართველოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ახლახან შეიქმნა სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა და მისი ვებგვერდი. რუკის ელექტრონულ ვერსიაში შედის 120 ილუსტრაცია და ძირითადი ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების – ამფიბიების, თევზების, მოლუსკების, მცენარეების, მწერების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების – შესახებ სამხრეთ კავკასიაში [ძირითადად საქართველოში] ნაპოვნი სახეობების შესახებ. ქართული ბიომრავალფეროვნების რუკა ორენოვანია – ქართული და ინგლისური. რუკა მოიცავს აღწერილი სახეობების ქართულ და ლათინურ დასახელებას, გავრცელების არეალს, ჰაბიტატის [საცხოვრებელი გარემოს] აღწერას, კონსერვაციის ეროვნულ და საერთაშორისო [IUCN] სტატუსებს, და მონაცემების შეზღუდვის აღწერას.
წყარო: კაქტუსი

ასევე დაგაინტერესებთ