კამალა ჰარისი: საინტერესოა, „ნებისმიერი დრო, ნებისმიერი ადგილი“ როგორ ხდება „ერთი კონკრეტული დრო, ერთი კონკრეტული უსაფრთხო სივრცე“

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული პარტიის“ სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის,  ს გუნდმა განაცხადა, რომ ისინი არ დათანხმდებიან „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატ ს წინადადებას, რომ დებატები 4 სექტემბერს Fox News-ზე გაიმართოს. ამის შესახებ ჰარისის კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა, მაიკლ ტაილერმა CBS News-თან განაცხადა.

როგორც ჰარისის კამპანიამ აღნიშნა, „დონალდ ტრამპი შეშინებული გარბის“ იმ იმედით, რომ Fox News-ი „იხსნის“ დებატებისგან, რომელზეც ABC News-თან უკვე შეთანხმდა.

„მან უნდა შეწყვიტოს თამაშები და გამოცხადდეს 10 სექტემბერს დაგეგმილ დებატებზე, რომელსაც უკვე დათანხმდა“, – განაცხადა ტაილერმა.

მან დაამატა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი ABC News-ის ეთერში მაინც იქნება, „რათა ისარგებლოს შესაძლებლობით და ეროვნული აუდიტორიის წინაშე ისაუბროს“.

ტაილერმა თქვა, რომ კამპანია ღიაა შემდგომი დებატების განსახილველად, მაგრამ მხოლოდ იმ დებატების შემდეგ, რომელზეც ორივე კამპანია უკვე შეთანხმდა.

„მისტერ „ნებისმიერ დროს“, „ნებისმიერ ადგილას“ არ უნდა ჰქონდეს ამის პრობლემა, თუ მას 10 რიცხვში გამოჩენის არ ეშინია“, – დასძინა ჰარისის კამპანიის სპიკერმა.

ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ 4 სექტემბერს დებატების გამართვასთან დაკავშირებით Fox News-ს დათანხმდა, -ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.

„საინტერესოა, „ნებისმიერი დრო, ნებისმიერი ადგილი“ როგორ ხდება „ერთი კონკრეტული დრო, ერთი კონკრეტული უსაფრთხო სივრცე“.

მე იქ [ABC News-ზე] ვიქნები 10 სექტემბერს, როგორც ის დამთანხმდა. იმედი მაქვს, მას იქ ვიხილავ“, – წერს კამალა ჰარისი.