ჩამოერთვას ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი – მიმართვა იუნესკოს

ხელოვანები და აქტივისტები იუნესკოს მოუწოდებენ, ელისო ბოლქვაძეს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას. წერილს, რომელიც თათია მექვაბიშვილმა, ჟურნალისტმა სოფო ხუნწარიამ და ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა პარიზის იუნესკოს სათავო ოფისში შეიტანეს, 500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს დართული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და რუსული კანონის ერთ-ერთი ხელმომწერია, ამ სტატუსს არ იმსახურებს.
განცხადებაში ისცი დაზუსტებულია, რომ ბოლქვაძე დუმს გელათის განადგურებაზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
“დღეს, როდესაც ში შეჭრიდან 1 წელზე მეტი გავიდა, საქართველოს 20 პროცენტზე მეტი კი ს მიერ არის ოკუპირებული, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის ანალოგიური დოკუმენტის მიღება სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების ცალსახა და უპირობო ღალატად მიგვაჩნია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, ცირა ელისაშვილი, ხაზს უსვამს იმას, რომ ელისო ბოლქვაძის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონიათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც ხელისუფლება სადამსჯელო პოლიტიკას ახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს