პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო.
ახალი კანონი სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.
„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციურ მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იშვიათი დაავადებების მიმართულებით“, – განაცხადა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ