ირაკლი ფავლენიშვილი – კობახიძემ და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ

ირაკლი მ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს ღალატობენ, თავიანთი ადგილი 26 ოქტომბერს უნდა მივუჩინოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, მათ შორის, ჩვენს ისტორიულ პოლიტიკურ დნმ-ში არსებულ მიდრეკილებას და მისწრაფებას დასავლური, ქრისტიანული სამყაროსადმი, რომლის ბუნებრივი ნაწილიც ჩვენ ვართ. ამიტომაც, 26 ოქტომბერს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს და არჩეულ გზას ღალატობენ, ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ