აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შაორის ბანაკმა უმასპინძლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შაორის ბანაკმა უმასპინძლა.
აფხაზეთის მთავრობის ცნობით, პროექტში აფხაზეთიდან დევნილი, 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, სპორტულ აქტივობებსა და შეხვედრებში იყვნენ ჩართული. ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგ-სემინარები სხვადასხვა თემაზე და გაიმართა შემეცნებითი ღონისძიებები.
ბანაკის დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა აფხაზეთმა ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინა.
ახალგაზრდული ბანაკის მიზანია, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია