Louis Vuitton-მა ახალი ჩექმა გამოუშვა, რომელიც დაბალყელიანი ფეხსაცმლის ილუზიას ქმნის

ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა გაყიდვაში ჩექმების ახალი მოდელი ჩაუშვა – Illusion High Boot, რომელიც შიშველი ფეხის და დაბალყელიანი ფეხსაცმლის ოპტიკურ ილუზიას ქმნის. ჩექმა 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე იყო წარდგენილი და ნოემბრიდან ფეხსაცმელები უკვე გაყიდვაშია.
Louis Vuitton-ის ახალი ჩექმები ხბოს ტყავისგანაა შეკერილი და ოპტიკური ილუზიის ეფექტის მისაღწევად ხელითაა მოხატული.
ფეხსაცმლის ფასი Louis Vuitton-ის ოფიციალურ საიტზე 2 470 ამერიკული დოლარია. ჩექმების ეს მოდელი ორ სხვადასხვა კანის ფერშია წარმოდგენილი. ასევე ხელმისაწვდომია ამ მოდელის შედარებით დაბალყელიანი ვარიანტიც.