ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 11 მოქალაქე დაიღუპა

ვენესუელაში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 11 მოქალაქე დაიღუპა
უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არასრულწლოვანებიც არიან.
BBC-ს ინფორმაციით, დაკავებულია 750 დემონსტრანტი, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კი საპროტესტო აქციებს „გადატრიალება“ უწოდა. ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან შეტაკების შედეგად ჯარისკაცი გარდაიცვალა, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს.
საპრეზიდენტო არჩევნები ვენესუელაში 28 ივლისს ჩატარდა. 29 ივლისს კი ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ნიკოლას მადურო არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა. ორშაბათს ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. კარაკასში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა