ქართველი მებრძოლი: უკრაინაში იმიტომ წავედით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გახსნილიყო II ფრონტი

სუს-ს ჰქონდა ზოგადად ზედაპირული კითხვები – თუ რა მიზეზით ჩავერთეთ ში ომში, ვიცნობთ თუ არა უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს, რომლებიც ვითომდა საქართველოში აწყობენ გადატრიალებას, რაც სრული აბსურდია.
იქ დასმული კითხვებიდან ძალიან ბევრი იყო აბსურდული და ირონიული, თითქოსდა ჩვენ ქართველები, აქ, საქართველოში ვაპირებთ მეორე ფრონტის გახსნას, არადა, რეალურად, ჩვენ, ქართველი მებრძოლები უკრაინაში იმიტომ წავედით, რომ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გახსნილიყო და შესაბამისად, მტერთან გამკლავების საშუალება გვეძლეოდა უცხო მიწაზე და არა ჩვენს მიწაზე, ეს იყო ჩვენი მიზანი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე” მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი გამოკითხა. ავთანდილ სურმანიძის თქმით, მას ბევრი “აბსურდული და ირონიული” კითხვა დაუსვეს.

ასევე დაგაინტერესებთ