უკრაინა: რუსულმა დრონებმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთეს

25 ივლისის ღამეს რუსეთმა ზე 38 დრონით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლაი ოლეშუკის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 38-დან 25 დრონი გაანადგურა, ხოლო გადარჩენილი უპილოტო საფრენი აპარატებიდან სამმა რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და რადარებიდან გაქრა.
იერიშის შედეგად ოდესის რეგიონის იზმაილის რაიონი დაიბომბა, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება. რაიონში ნაწილობრივ განადგურებულია ადმინისტრაციული შენობა, დაშავებულია 2 ადამიანი.
რუმინეთს ამ ეტაპზე უკრაინის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ