მოსკოვში მანქანა ააფეთქეს – დაშავდა სამხედრო მოსამსახურე და მისი ცოლი

მოსკოვში მანქანა ააფეთქეს – დაშავდა სამხედრო მოსამსახურე და მისი ცოლი
24 ივლისს, დილით, მოსკოვის ჩრდილოეთით, სინიავინსკაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან მანქანა -Toyota Land Cruiser აფეთქდა. სამთავრობო მედია “ტასი” წერს, რომ აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩერებულ მანქანაში სამხედრო მოსამსახურე ანდრეი თორგაშოვი და მისი მეუღლე სხდებოდნენ. თორგაშოვი სამხედრო თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქვედანაყოფის გადამცემი რადიოცენტრის უფროსის მოადგილეა.
TASS-ს ოპერატიული სამსახურმა განუცხადა, რომ ორივე მათგანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიციის ცნობით, აფეთქების მიზეზი “ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება” გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა თქვა, რომ ასაფეთქებელი მძღოლის სავარძელთან იყო დადებული.
დაზიანდა კიდევ ხუთი ახლომდებარე მანქანა. მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მულხებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან