პროკურატურა კაბუსთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კახა აბუაშვილის, იგივე კაბუსთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
“პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ქალზე ძალადობის ბრალდებით მომღერალი კაბუ გუშინ, 26 ნოემბერს დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”