დაანგრიეს შენობა, რომელზეც ბენქსის $1.2 მილიონად შეფასებული ნამუშევარი ეხატა

ბრიტანეთის ქალაქ დოვერში დაანგრიეს შენობა, რომელზეც ბენქსის დაახლოებით 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული ფრესკა ეხატა. შედეგად ცნობილი არტისტის ნამუშევარი განადგურდა.
ფრესკა ზღვის პირას მდებარე ქალაქ დოვერში 2017 წელს, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ბრიტანეთმა რეფერენდუმის გზით ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი.
ნამუშევარზე გამოსახული იყო მუშა, რომელიც ევროკავშირის დროშას 12 ყვითელი ვარსკვლავიდან ერთ-ერთს აშორებდა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბენქსის ნახატი, რომელიც ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა, ღამით თეთრად გადაღებეს. ნამუშევრის აღდგენა შესაძლებლად მიიჩნეოდა, თუმცა მისი რეკონსტრუქცია დიდი ხარჯის გამო მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”