იენს სტოლტენბერგი – ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს ში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა:
„დიახ. მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი“.
მისი თქმით, როცა ს პრეზიდენტი, მიხვდება, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა, შეიქმნება კონფლიქტის მოგვარების ისეთი პირობები, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.
“პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერის დრო არის ახლა და ადგილი არის – უკრაინა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია