უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარების სახით პალესტინას 1 000 ტონა ფქვილი გადასცა

უკრაინამ ჰუმანიტარული დახმარების სახით პალესტინას 1 000 ტონა ფქვილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პალესტინამ დახმარება ჰუმანიტარული პროგრამის „მარცვლეული უკრაინიდან“ ფარგლებში მიიღო.
„ეს მიწოდება პირველია იმ სამიდან, რომელიც ამ ინიციატივის ფარგლებში პალესტინისთვის არის განკუთვნილი. ის ერთი თვის განმავლობაში 101 000-ზე მეტ პალესტინელ ოჯახს დაეხმარება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.

ასევე დაგაინტერესებთ