„დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე ში საბრძოლველად წავიდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. აქტივისტის თქმით, ის უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა და ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც სწავლებას გადის:
„მოგესალმებით უკრაინიდან. შევუერთდით ქართულ ლეგიონს. ამჟამად ვიმყოფები კიევში და გავდივარ სწავლებას. დიდება საქართველოს🇬🇪 Слава Украине“ — წერს ცეცხლაძე.
სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაფუძნდა და ახალგაზრდების პროტესტის ორგანიზებაში იყო ჩართული. „დაფიონის“ერთ-ერთ თანადამფუძნებელის, 18 წლის ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურა ცეცხლაძეს შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ. გარდა ამისა, ახალგაზრდული მოძრაობა აცხადებდა, რომ მათი გუნდის წევრებს ყოველდღიურად ატერორებენ.