გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების 44% რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის „სამშვიდობო“ პირობებს არ ეთანხმება

უკრაინელების 44%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების დრო დადგა,გამოკითხულთა 35% -წინააღმდეგია, 21%-ს – პასუხის გაცემა უჭირს, – აღნიშნული მონაცემები „რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობის 49%-ი მშვიდად მიიღებს ინფორმაციას ს ფედერაციასთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. უკრაინის დასავლეთ ნაწილში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია და მხოლოდ 35%-ს შეადგენს. ქვეყნის აღმოსავლეთში მოლაპარაკებების დაწყება გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს სურს.
კითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა პრეზიდენტ ს მიერ 2022 წლის ოქტომბრის ბრძანება, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, კვლევის მონაწილეთა 32%-მა დადებითად უპასუხა. 37%-ს მიაჩნია, რომ ეს დადგენილება, შესაძლოა, ძალაში დარჩეს.
ამავდროულად, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ უნდა დაეთანხმოს ს მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო“ პირობებს. გამოკითხულთა 83%-მა განაცხადა, რომ არ დაეთანხმება უკრაინის ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებიდან. გამოკითხულთა 77%-ი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის მოხსნას, გამოკითხულთა 58.5%-ი არ ეთანხმება უკრაინის კონსტიტუციაში ნეიტრალური და არაბირთვული ქვეყნის სტატუსის დამატებას. 22%-ი კი მზადაა ასეთი ნაბიჯისთვის.
უკრაინელების უმრავლესობა, 76%-ი, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მშვიდობა მხოლოდ საკუთარი პირობებითაა დასაშვები. 47%-ს მიაჩნია, რომ პუტინი “მზადაა ვაჭრობისთვის”, რადგან ომი რუსეთის ეკონომიკას ძალიან ძვირი უჯდება.
„რაზუმკოვის ცენტრმა“ გამოკითხვა უკრაინული გამოცემის, ZN.UA-ს (“კვირის სარკე”) დაკვეთით ჩაატარა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია