ბრიტანული დაზვერვა – რუსეთის დანაკარგები ომში მაისსა და ივნისში რეკორდულად მაღალი იყო

რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგები – დაღუპულები და დაჭრილები – მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მთელი პერიოდის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, მაისში ყოველდღიურად ს 1 262 ჯარისკაცი იღუპებოდა ან იჭრებოდა, ივნისში კი – 1163, რაც რუსეთის არმიის საშუალო დღიური დანაკარგების მაქსიმალური მაჩვენებელია მთელი ომის განმავლობაში.
თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის დანაკარგებმა, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, სავარაუდოდ, 70 000 სამხედრო მოსამსახურე გადააჭარბა.
ანალიტიკოსები დანაკარგების ზრდას რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქში ახალი ფრონტის გახსნას უკავშირებენ.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა ფრონტზე ზეწოლა გაზარდეს, უკრაინის ეფექტური თავდაცვა და რუსი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები ამცირებს რუსეთის ფედერაციის უნარს გამოიყენოს ნებისმიერი ტექნიკური წარმატება, ფრონტის ხაზის კიდევ უფრო გაზრდის მცდელობის მიუხედავად.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების ყოველდღიური რაოდენობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საშუალოდ, კვლავ 1 000-ს გადააჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც