ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, პრემიერი კირ სტარმერი იქნება

გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს, ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იქნება.
ასევე, პირველად კარიერაში „UK რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ხდება დეპუტატი.
თემთა პალატაში 650 ადგილია, შესაბამისად, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 326 ადგილის მოპოვება სჭირდება.
წინასწარი მონაცემებით, მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:
· ლეიბორისტული პარტია — 410
· კონსერვატიული პარტია — 119
· ლიბერალ-დემოკრატები — 71
· შოტლანდიის ნაციონალური პარტია — 9
· Sinn Fein (ირლანდიის რესპუბლიკური პარტია) — 7
· Independent – 6,
· დემოკრატიული იუნიონისტური პარტია — 5
· Reform UK — 4
· მწვანეები — 4
· Plaid Cymru (უელსის მემარცხენე ნაციონალისტური პარტია) — 4
პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაისში დანიშნა. როგორც მედიაში იწერება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კონსერვატორებს სურდათ ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ვითარებით ესარგებლათ.
თუმცა, მმართველობის 14 წლის თავზე „კონსერვატორიულმა პარტიამ“ თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

ასევე დაგაინტერესებთ

,,ლელო – ძლიერი საქართველო” დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე – ,,ქართული ოცნება” ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ხალხს ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს – ცვლილებებს გავასაჩივრებთ

ანა წითლიძე: ჩვენ დღეს რასაც ვუყურებთ არის ის რომ ერთ კორუმპირებულ კლანს ანაცვლებს მეორე კორუპირებული კლანი. საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. არც პროდუქტებზე ფასები დაიკლებს, არც კორუფცია მოისპობა (ვიდეო)