27 ივნისის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6-დან 5 რუსული რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს.
გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 23 უპილოტო საფრენი აპარატი.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია:
· 4 ფრთოსანი კალიბრის ტიპის რაკეტა
· 1 მართვადი საავიაციო ბომბი X-59/X-69
· 23 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.
