მდინარაძე ზურაბიშვილზე: ნაცმოძრაობის თოჯინა გახდა, სამწუხაროდ, ეს ქალი

სალომე ზურაბიშვილი [ოპოზიციის] თოჯინა გახდა. […] ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი დაუჭერენ თავის თოჯინას მხარს. იმიტომ, რომ როგორც თოჯინების თეატრშია, ერთი-ერთში რა მოძრაობასაც, ვერბალურად, ისინი ახორციელებენ – ზუსტად იგივე ტრაექტორიით მოძრაობს .
როგორც გააქნევენ ხელს ჩვენი ნაცი ოპონენტები, ზუსტად იგივეს იმეორებს სალომე ზურაბიშვილი. დააკვირდით, საერთო მესიჯბოქსში არიან და ს და ნაცმოძრაობის თოჯინა გახდა, სამწუხაროდ, ეს ქალი, რომელიც პრეზიდენტად იწოდება კიდევ და ბუნებრივი – თავის თოჯინას დაუჭერენ მხარს.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა. ბრიუსელში შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერს.
აღნიშნული პარტიები დეკლარაციით თანხმდებიან, რომ საპარლამენტო ს შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს.