სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქარველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი). აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან