უკრაინამ სევასტოპოლის სანაპირო დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

23 ივნისს, მ, ATACMS სისტემის რაკეტებით ოკუპირებული სევასტოპოლის სანაპიროზე იერიში მიიტანა.
რუსული მედიების ცნობით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაშავებულია 152 ადამიანი.
რუსეთმა იერიშს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გაეროს საჩივრით მიმართა.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სევასტოპოლში არ ჩართულა საჰაერო განგაშის სირენა.
ყირიმში 24 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.