რუსეთი: უკრაინამ როსტოვის ოლქში ორ სამრეწველო ობიექტზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, როსტოვის რეგიონში, ქალაქ აზოვში ორ სამრეწველო ობიექტზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედიები ავრცელებენ.
პირველი დრონი საწარმო აზოვპროდუქტის ტერიტორიაზე, დიზელის რეზერვუარს დაეჯახა, რასაც ხანძარი მოჰყვა, რომლის ლიკვიდაციაში 200-ზე მეტი მაშველი და ორი სახანძრო მატარებელი თითქმის 24 საათია მონაწილეობს.
კიდევ ორმა დრონმა საწარმო დონტერმინალის ტერიტორიას შეუტია. იერიშის შედეგად ცეცხლი არაფერს გაუჩნდა.
ს საგამოძიებო კომიტეტმა საქმე “ტერორისტული აქტის” მუხლით აღძრა.

ასევე დაგაინტერესებთ